ოზურგეთში მიკროავტობუსში ხელყუმბარა შეაგდეს
ოზურგეთში მიკროავტობუსში ხელყუმბარა შეაგდეს

A+ A-

23:21 20/10/2018

წუხელ, გვიან ღამით, ქალაქ ოზურგეთში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, 12 სართულიან საცხოვრებელ კორპუსთან, ე.წ “ფანტანის” ბინებთან აფეთქება მოხდა.

აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიებისათვის დაუდგენელმა პირებმა, აღნიშნულ კორპუსთან მდგომი “დელიკას” მარკის მიკროავტობუსში ხელყუმბარა შეაგდეს.

აღნიშნული მიკროავტობუსი ამავე კორპუსში მცხოვრებ კიღურაძეების ოჯახს ეკუთვნის.

მიკროავტობუსის მფლობელები აფეთქების სავარაუდო მიზეზს ვერ ასახელებენ.