შენ ჩემი გული მოიტაცე - კახა კალაძე
შენ ჩემი გული მოიტაცე - კახა კალაძე

A+ A-

18:16 04/09/2019

თბილისის მერის კახა კალაძისა და დიზაინერ ანუკა არეშიძის მეოთხე შვილი, ნიკოლა კალაძე დღეს ერთი წლის გახდა.

დედაქალაქის მერი “ინსტაგრამის“ პირად გევრდზე ნიკოლასთან ერთად გადაღებულ სურათებს აქვეყნებს და ემოციური პოსტით ულოცავს დაბადების დღეს.

“დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო პატარა ნიკოლა. შენ ჩემი გული მოიტაცე. მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად“, - წერს კალაძე.

შეგახსენებთ, თბილისის მერს და მის მეუღლეს მეოთხე შვილი გასულ წელს შეეძინათ.

ნიკოლა საფრანგეთში დაიბადა და ის სულ ახლახანს გაქრისტიანდა.