რუსეთი აგრძელებს საქართველოსა და უკრაინის დიდი ნაწილის ოკუპაციას - აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი
რუსეთი აგრძელებს საქართველოსა და უკრაინის დიდი ნაწილის ოკუპაციას - აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი

A+ A-

23:34 02/09/2019

ჩვენ ვიცით, რომ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი ბევრ ფრონტზე, ვინაიდან მიუხედავად მრავალწლიანი მოლაპარაკებებისა, რუსული ძალები კვლავ უკანონოდ ახდენენ საქართველოსა და უკრაინის დიდი ნაწილის ოკუპაციას, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის თქმით, იმის გამო, რომ რუსეთი აგრძელებს ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით არჩევნებში ჩარევას, დასავლეთი ფხიზლად უნდა იყოს რუსეთის განზრახვებისა და ქმედებების მიმართ.