"ფორსაჟის" გადამღები ჯგუფი ძაღლების თავშესაფარს საჩუქრებით ესტუმრა
"ფორსაჟის" გადამღები ჯგუფი ძაღლების თავშესაფარს საჩუქრებით ესტუმრა

A+ A-

17:07 02/09/2019

ვახტანგ ლომჯარია სოციალურ ქსელში აქვეყნებს კინოფილმ “ფორსაჟის” გადამღებ ჯგუფთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ძაღლების თავშესაფარში, სადაც ფილმის სარეჟისორო გუნდი საჩუქრებით მივიდა.

“დღეს ერთი ძალიან კარგი რამ მოხდა. თავშესაფარში გვესტუმრა ფორსაჟის სარეჟისორო გუნდის წარმომადგენლები ბატონი სპირო რაზატოსის ხელმძღვანელობით. გადაღების მოედნებიდან ძაღლების რამდენიმე დღით გაყვანა რომ გთხოვეთ, მცირე კომპენსაციისთვის საკვები და სათამაშოები მოვუტანეთო. მოინახულეს, დაასაჩუქრეს და შევთანხმდით, რომ სამშაბათს უკან დაბრუნებიან.

ასევე მას მიეცა კოკოს საშუალო დისტანციიდან გაცნობის საშუალება. თითქოს შეუყვარდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ საჭმელი უფრო უყვარს და ჯერ საკმარისად მსუქანი არ არის ?

ფორსაჟის გადამღები გუნდისგან ეს არის პასუხისმგებლობის გრძნობის გამოხატულება, რაც ნამდვილად დასაფასებელია”.