ტეხასის შტატში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა
ტეხასის შტატში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა

A+ A-

11:39 01/09/2019

აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქებში მიდლენდსა და ოდესაში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 15:00 საათზე მოხდა. პოლიციის ოფიცერმა ავტომობილის მძღოლი გააჩერა, რა დროსაც მან ცეცხლი გახსნა და ავტომობილით გაქცევა სცადა, გზაში კი ათობით გამვლელს ესროლა. პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდაცია შეძლო.

შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 20 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის 3 პოლიციის ოფიცერია. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.