ესპანეთში ქურდობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ესპანეთში ქურდობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

A+ A-

11:18 27/08/2019

ესპანეთის პოლიციამ ბინის გაქურდვის მცდელობისასსაქართველოს მოქალაქე დააკავა. როგორც ესპანური მედია წერს, ინციდნეტი ქალქ უესკაშიმოხდა. პოლიციას საეჭვო გარეგნობის მამაკაცის შესახებ ინფორმაცია მოქალაქემ მიაწოდა.

სამართალდამცავების გამოჩენის შემდეგ, მამაკაცი მიმალვას შეეცადა, თუმცა პოლიციელებმა მისი დაკავება შეძლეს. ჩხრეკის დროს, დაკავებულს აღმოაჩნდა ნივთები, რომელთა საშუალებითაც ის გასაქურდ ბინებს ნიშნავდა.

გამოძიების ცნობით, საქართველოს 34 წლის მოქალაქე რამდენჯერმეა ნასამართლევი ბინის გაქურდვისთვის ბარსელონაში. მას ბრალი სამართალდამცველებზე თავდასხმისა და ბინების გაქურდვისთვის წაუყენეს.