9 საათიან კურიერს ნინო თოლორდავა წაიყვანს
9 საათიან კურიერს ნინო თოლორდავა წაიყვანს

A+ A-

15:51 25/08/2019

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე 9 საათიან კურიერს ნინო თოლორდავა წაიყვანს, ამის შესახებ ინფორმაციას "newsreport.ge"- ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით მას შემდეგ, რაც რუსთავი2 კურიერის წამყვანებმა და საინფორმაციო სამსახურის თითქმის მთელმა შემადგენლობამ დატოვა, არხის ახალი მფლობელი, უფრო ზუსტად კი ივანიშვილის გარემოცვა რუსთავი 2–ის ახალი კადრებით დაკომპლექტებაზე მუშაობს. 

გავრცელებული ინფორმაციით ნინო შუბლაძე, რომლის არხზე მისვლა უკვე გადაწყვეტილი იყო, სკანდალის შემდეგ თავს იკავებს. ის მზად იყო არხზე მისასვლელად, თუ სარედაქციო პოლიტიკა ხავერდოვნად შეიცვლებოდა და თანამშრომლების შეცვლაც უხმაუროდ მოხდებოდა. თუმცა სკანდალის შემდეგ მას ღიად სახელისუფლო ცენზორის როლში გამოსვლა არ უნდა.

ბოლო დღეებში ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა 9 საათიანი კურიერის წამყვანის მოსაძებნად და გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია: წამყვანად ნინო თოლორდავა შეარჩიეს. თოლორდავა წლების მანძილზე მაესტროში მუშაობდა. მას შემდეგ კი, რაც მაესტრო სახელისუფლო გავლენის ქვეშ გადავიდა და იმედის ჰოლდინგში გაერთიანდა, თოლორდავა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსად გადაიყვანეს. 

კურიერის დღის გამოშვებების წამყვანი სავარაუდოდ გვანცა დარასელია იქნება. 

ინფორმირებული წყაროს ცნობით კურიერი ეთერი უახლოესი ერთი თვე არ გავა. საინფორმაციო სამსახურის ახალი კადრებით დაკომპლექტების გარდა ამ პერიოდს არხის ახალი მფლობელი დიზაინის შესაცვლელადაც გამოიყენებს. ეთერში განახლებული კურიერი სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს გავა.