"თქვენთან ერთად ღვინო ძმარია და პური საწამლავი" - გიგი უგულავა
"თქვენთან ერთად ღვინო ძმარია და პური საწამლავი" - გიგი უგულავა

A+ A-

12:04 25/08/2019

როცა კონსტიტუციის ყველა ნორმას არღვევს შენი დამსმელი, მაგ ფარისევლობაში მონაწილეობა კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაა...უტიფარი-ბედავს აქეთ დაამუნათოს ხალხი მის ღრეობაზე რომ არ მივიდა არავინ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს და სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც 24 აგვისტოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში მიღება გამართა.

"როცა კონსტიტუციის ყველა ნორმას არღვევს შენი დამსმელი, მაგ ფარისევლობაში მონაწილეობა კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაა. ეს სუბიექტი მაინც განსაკუთრებული უმსგავსოება გამოდგა. უტიფარი-ბედავს აქეთ დაამუნათოს ხალხი მის ღრეობაზე რომ არ მივიდა არავინ. სახარებიდან ერთ რჩევას მოგცემდით - გააღეთ სასახლის კარი და ყველა გამვლელი მოიწვიეთ, მაგრამ არც მაშინ მოვა ვინმე, რადგან თქვენთან ერთად ღვინო ძმარია და პური საწამლავი", - წერს უგულავა.