ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან ე.წ. საზღვარს კეტავს
ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან ე.წ. საზღვარს კეტავს

A+ A-

11:03 25/08/2019

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოსთან „საზღვრის“ რამდენიმე დღით ჩაკეტვა გადაწყვიტა, მიზეზი „დამოუკიდებლობის აღიარების“ 11 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებია.

ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, დღეს, 20:00 საათიდან ე.წ. საზღვარზე მოქალაქეთა გამარტივებული გასვლის პუნქტებში ხალხის გაშვება შეწყდება.

„გამშვები პუნქტების ჩვეულებრივი მუშაობა განახლდება 27 აგვისტოს დილის 06:00 საათზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.