მდინარე ტეხურში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო
მდინარე ტეხურში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

A+ A-

22:20 24/08/2019

სენაკში მომხდარ უბედურ შემთხვევას 24 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

ახალგაზრდა სოფელ გეჯეთში, მდინარე ტეხურაში ბანაობისას დაიხრჩო.

ცხედარი ქუთაისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.