ვიქტორ სანიკიძე ბერძნული “არისის“ სპორტული დირექტორი გახდა
ვიქტორ სანიკიძე ბერძნული “არისის“ სპორტული დირექტორი გახდა

A+ A-

17:14 24/08/2019

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც კარიერა ნაადრევად, ტრავმის გამო დაასრულა, საბერძნეთის დიდი ტრადიციების მქონე კლუბის – „არისის“ სპორტული დირექტორი გახდა. სანიკიძე გასულ სეზონში საქართველოს „ა“ ლიგაში მოთამაშე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის პრეზიდენტი იყო, რომელიც ფინალში გავიდა და სუპერლიგამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

ცნობისთვის, სანიკიძე ათენის „არისში“ 2016-2017 წლების სეზონში თამაშობდა, სადაც უმძიმესი ტრავმა მიიღო და ფაქტობრივად ეს გახდა კიდეც მისი კარიერის დასრულების მიზეზი. სანიკიძეს ევროპის არაერთ სახელგანთქმულ კლუბში უთამაშია. წლების მანძილზე ის ფრანგული „დიჟონის“, ესპანური „სარაგოსას“ და „ესტუდიანტესის“, იტალიური „ვირტუსის“ და „სიენას“, ასევე რუსული „უნიკსის“ და თურქული „ანკარას“ ღირსებას იცავდა.