ოკუპირებულ აფხაზეთში ხვალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება
ოკუპირებულ აფხაზეთში ხვალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

A+ A-

16:03 24/08/2019

ოკუპირებულ აფხაზეთში, ხვალ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ე.წ პრეზიდენტის სკამისთვის 9 კანდიდატი იბრძოლებს. ესენი არიან - რაულ ხაჯიმბა, ალხას კვიცინია, ოლეგ არშბა, ასტამურ ტარბა, ალმას ჯაფუა, ლეონიდ ძაფშბა, შამილ აძინბა, ასტამურ კაკალია, არტურ ანქვაბი.

ცნობისთვის, დე ფაქტო აფხაზური კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტი უნდა იყოს აფხაზეთის მოქალაქე და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

ის არანაკლებ 35 წელზე უფროსი და 65 წელზე უმცროსი ასაკის უნდა იყოს. პრეზიდნეტის არჩევის შემდეგ, ოკუპირებულ აფხაზეთში ვიცე-პრეზიდენტსაც აირჩევენ. აღსანიშნავია, რომ სულ 152 საარჩევნო უბანია. სამი საარჩევნო უბანი საზღვარგარეთაც გაიხსნა - მოსკოვში, ჩერქესკში და სტამბოლში. ოკუპირებული აფხაზეთიდან ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უცხოეთში 4 500 ბიულეტინი გაიგზავნა. ამის შესახებ, დე ფაქტო აფხაზეთის ცესკოს სპიკერმა ელენა ლაბაუამ განაცხადა.

”2000 საარჩევნო ბიულეტენი ჩერქესკსა და მოსკოვში იგზავნება, 500 კი სტამბოლში. ბიულეტენები გადაეცემა ყველა უცხო საარჩევნო უბანს კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე. ბიულეტენებს აქვს დაცვის მაღალი ხარისხი და მათი გაყალბება შეუძლებელია“, - განაცხადა დე ფაქტო აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებს, პირველად გერმანილი და ჩინელი დეპუტატები დააკვირდებიან.

„ამ არჩევნებმა დამკვირვებლების რაოდენობის მხრივ, შეიძლება რეკორდი მოხსნას. პირველად აფხაზეთში ბუნდესტაგის დეპუტატები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დეპუტატები და სხვა ევროპის ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოდიან, არჩევნებზე დასაკვირვებლად“, - განაცხადა “რია ნოვოსტთან“ საუბარში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლაურა გალუსტიანმა.