ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა დაკვეთილი იყო - მალხაზ მაჩალიკაშილი
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა დაკვეთილი იყო - მალხაზ მაჩალიკაშილი

A+ A-

13:52 24/08/2019

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას, სოციალურ ქსელში პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშილი ეხმაურება. მაჩალიკაშვილი, ემიგრანტებს მიმართავს, რომ მკვლელის ვინაობაშ დაეხმარონ.

მისივე განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილი ვიღაცის დაკვეთით მოკლეს.

„საქმე დღემდე გამოუძიებელია, ამ ხელუსუფლების პირობებში. თბილისის ცენტრში, რამოდენიმე კამერის ქვეშ, დაჭრილი და სიკვდილს გადარჩენილი იძულებით გადახვეწილი გერმანიაში, ამ ხელისუფლებისგან საფრთხის ასარიდებლად. ადამიანი, რომელიც მთელი ხეობის ტოლფასი იყო, ადამიანი, ვაჟკაცობით და ღირსებით სავსე. ადამიანი, კაცთა მოყვარე, ადამიანი, სიყვარულის და სიტკბოს განსახიერება. ადამიანი, ვაახა ტერლოევის მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმა და მეგობარი. ადამიანი, მთელი ხეობის ძმა და ახლობელი. ეს დიდი დანაკარგი და ტკივილია. გუშინ ბერლინში თავში რამოდენიმე ნასროლმა ტყვიამ სიცოცხლე წაართვა. ეს ვიღაცის დაკვეთვით, ვიღაც ნაძირალამ გაიმეტა. მოგმართავთ თხოვნით, ევროპაში მყოფ ყველა ემიგრანტს, გავიგოთ ვინ არის დამკვეთი და მკვლელი“, - წერს მაჩალიკაშვილი.

შეგახსენებთ, გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა. მას 2015 წელს თბილისში თავს დაესხნენ და რამდენიმე ტყვია ესროლეს, მკურნალობის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილი ფიგურირებდა 2012 წელს ლაფანყურის სპეცოპერაციაში.