ბახმაროში ხანძრის შედეგად ორი სახლი დაიწვა
ბახმაროში ხანძრის შედეგად ორი სახლი დაიწვა

A+ A-

11:58 24/08/2019

ბახმაროს კურორტზე ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. 

„ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა“, - განაცხადა კურორტ ბახმაროს დირექტორმა დათო საჯაიამ.