სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ორი ვერტმფრენია ჩართული
სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ორი ვერტმფრენია ჩართული

A+ A-

11:47 24/08/2019

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო პროცესი მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ  პროცესში ჩართულია ორი ვერტმფრენი და დამატებითი ცოცხალი ძალა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.