მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 26 აგვისტოს დაიწყება
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 26 აგვისტოს დაიწყება

A+ A-

11:37 24/08/2019

პენიტენციური დაწესებულებები მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათებს 26 და 27 აგვისტოს, 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, უწყების დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღებას უზრუნველყოფს. „კანონით დადგენილი წესით, პენიტენციური დაწესებულებები ამანათებს 26 და 27 აგვისტოს 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.