სოფელ ახალსოფლის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციოსამუშაოები დილიდან განახლდა
სოფელ ახალსოფლის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციოსამუშაოები დილიდან განახლდა

A+ A-

11:19 24/08/2019

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მახლობლად ტყეში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციოსამუშაოები დილიდან განახლდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ხანძრის ქრობაში შს სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტის ვერტმფრენი ჩაერთო.

ადგილზე მობიზილებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე კახეთის სატყეო სამსახურის 30 თანამშრომელი და სოფელ ახალსოფლიდან მოხალისეთა ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის სამსახურის უფროსის, გიორგი ჩარკვიანის განცხადებით, იწვის ბალახი.

ამ დროისთვის დამწვარია სამ ჰექტრამდე ფართობი.