პედაგოგების ნახევარზე მეტს 31 დეკემბრამდე სამსახურის დატოვება მოუწევს - კუკავა
პედაგოგების ნახევარზე მეტს 31 დეკემბრამდე სამსახურის დატოვება მოუწევს - კუკავა

A+ A-

13:55 23/08/2019

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა აცხადებს, რომ ნოემბერში დაგეგმილ პედაგოგების საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად, მასწავლებელთა მასშტაბური შემცირება იგეგმება. ამასთან, მისი თქმით, საგამოცდო საკითხებზე პედაგოგები სათანადოდ ინფორმირებული არ არიან და საკითხები სათანადოდ შედგენილი არ არის. კახა კუკავა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დარგის სპეციალისტებთან ერთად გამოცდების სტანდარტი შეამოწმოს.

„დღეის მდგომარეობით, გამოცდები ჩაბარებული აქვს პედაგოგთა მესამედზე ნაკლებს და ეს რიცხვი სავარაუდოდ, ნოემბერში დაგეგმილი გამოცდების შედეგად შეიცვლება. შესაბამისად, სკოლის პედაგოგების ნახევარზე მეტს 31 დეკემბრამდე სამსახურის დატოვება მოუწევს. გარდა იმისა, რომ გამოცდების ჩასაბარებლად შემჭიდროვებული ვადებია დადგენილი, აღსანიშნავია, სკოლის პედაგოგების სხვა პრეტენზიები. განათლების სამინისტროში პროცესებს დღესაც ხელმძღვანელობენ კახა ლომაიას დროინდელი კადრები, რომელთა ამოცანაც იყო განათლების სისტემის ბოლომდე მორღვევა და მის ნაცვლად ანტისახელმწიფოებრივი სისტემის ფორმირება“, – აცხადებს კახა კუკავა. მისი თქმით, აუცილებელია განათლების სისტემაში კადრების მასობრივი ცვლილება, ასევე განათლების პროგრამის შეცვლა.