ტექნიკური უნივერსიტეტის დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამების სია და დაფინანსებული ადგილების რაოდენობა ცნობილია
ტექნიკური უნივერსიტეტის დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამების სია და დაფინანსებული ადგილების რაოდენობა ცნობილია

A+ A-

13:32 23/08/2019

უკვე ცნობილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის პრიორიტეტული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დააფინანსა.

„2019-2020 სასწავლო წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის 2019 წლის 21 აგვისტოს N175/ნ ბრძანების შესაბამისად, დამტკიცდა 2019-2020 სასწავლო წელს პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების სია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.matsne.gov.ge ).

აღნიშნული ბრძანების თანახმად, სახელმწიფო დაფინანსება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 25-მა საბაკალავრო პროგრამამ მოიპოვა.  

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაფინანსებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალსადა ინფორმაციას სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ:

  1. მშენებლობის საბაკალავრო პროგრამა - 460 ადგილი
  2. ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა - 290 ადგილი
  3. საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საბაკალავრო პროგრამა - 30 ადგილი
  4. გეოინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი
  5. სამთო და გეოინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა - 100 ადგილი
  6. საინჟინრო გეოდეზიის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი
  7. გეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 30 ადგილი
  8. მეტალურგიის საბაკალავრო პროგრამა - 25 ადგილი
  9. მასალათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა - 30 ადგილი
  10. ქიმიის საბაკალავრო პროგრამა - 50 ადგილი
  11. სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 30 ადგილი
  12. მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 30 ადგილი
  13. არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა - 110 ადგილი
  14. ბიოსამედიცინო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა - 20 ადგილი
  15. მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა - 50 ადგილი
  16. საინჟინრო ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა - 100
  17. მართვის სისტემების, ავტომატიზაციისა და ტესტ-ინჟინერინგის საბაკალავრო პროგრამა - 40 ადგილი
  18. აგრარული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა - 50 ადგილი
  19. სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა -130 ადგილი
  20. სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი
  21. აგროინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი
  22. მევენახეობისა და ენოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 60 ადგილი
  23. მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამა - 20 ადგილი
  24. აგრონომიის საბაკალავრო პროგრამა - 40 ადგილი
  25. ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა - 13 ადგილი.