ჩამოებრეხვა ტელევიზიის რეიტინგი, ვერც ბადე დაგეგმა, ვერც სერიალების გამეორება - მელაძე
ჩამოებრეხვა ტელევიზიის რეიტინგი, ვერც ბადე დაგეგმა, ვერც სერიალების გამეორება - მელაძე

A+ A-

12:47 23/08/2019

"რუსთავი2"-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი  ნოდარ მელაძე, გადაცემაში "სპექტრი" ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

მელაძის განცხადებით, არსებობდა იმ ადამიანების შავი სია ვისი გაშვებაც უნდოდათ. 

"იყო შავი სია იმ ადამიანების, ვინც უნდა გამოვეშვით "რუსთავი2"-დან და ეძებდნენ საფუძველს, იმიტომ რომ პაატა სალია, რომ მოვიდა ტელევიზიაში პირველივე დღეს შეგვხვდა "ნიუს რუმს" და მეორე დღეს იყო ჩვეულებრივი კომმუნიკაცია, არხი მაუწყებლობდა, იმართებოდა პროგრამირების საბჭოს თათბირები, უკვე პაატა სალია ატარებდა და ელემენტარულად არხს რომ გაეგრძელებინა ოპერირება კომუნიკაცია გვჭირდებოდა გენერალურ დირექტორს და მის მოადგილეს ანუ მე თითქმის ყოველდღიური. მე მას ვუთხარი პირველივე შეხვედრაზე -პაატა აქ საბოტაჟნიკი არავინაა , აქ ეთერს არავინ არ გათიშავს ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს მაყურებელს. მან ნახა ერთი თვე და ის ორი დღე, როცა ჩემი ხელმძღვანელობით გადიოდა „კურიერი“. ვერც ბადე დაგეგმა, ვერც სერიალების გამეორება დასვეს ნორმალურად, ჩამოებრეხვა ტელევიზიის რეიტინგი და „კურიერზე“ იდგა მთელი ამ დროის განმავლობაში. ამოიღონ რეიტინგები და ნახონ. გუშინ „რუსთავი 2“- ის რეიტინგი იყო 16%.

სალია შევიდა "რუსთავი2"-ის ისტორიაში დირექტორად, რომელმაც ისტორიულ მინიმუმზე ჩამოიყვანა ტელევიზიის რეიტინგი, ის შევიდა ისტორიაში ადამიანად, რომლის ხელმძღვანელობის პერიოდშიც არ გავიდა „კურიერი“. „კურიერი“ ეთერში არ გადის ასეთი არასდროს მომხდარა" , -აცხადებს ნოდარ მელაძე.

შეგახსენებთ, უკვე მესამე დღეა არხზე საინფორმაციო გადაცემა არ გასულა. არხის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომ საინფორმაციოს აღდგენას სექტემბერში ვარაუდობს.