საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება
საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება

A+ A-

10:50 23/08/2019

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 5 სექტემბერს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი, თურქეთის ქალაქ სტამბოლში კორეის რესპუბლიკის ნაკრებს შეხვდება. ორივე ნაკრებისთვის აღნიშნული ამხანაგური შეხვედრა ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.

აზიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ქართველი ფეხბურთელები სტამბოლის ბაშაქშეჰირის სტადიონზე დაუპირისპირდებიან. საქართველოს ნაკრები კორეის რესპუბლიკის ნაკრებთან შესახვედრად 2 სექტემბერს სტამბოლში დაიწყებს საწვრთნელ შეკრებას. კორეასთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, ჩვენი გუნდი თბილისში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს გამართავს. 8 სექტემბერს ვლადიმირ ვაისის გუნდი დინამო არენაზე დანიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კორეის რესპუბლიკისა და დანიის ნაკრებთა წინააღმდეგ მომავალ კვირას გახდება ცნობილი.