ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს გერმანელი და ჩინელი დამკვირვლებლები დააკვირდებიან
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს გერმანელი და ჩინელი დამკვირვლებლები დააკვირდებიან

A+ A-

16:42 22/08/2019

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის ვიცე სპიკერის ლაურა გალუსტიანის განცხადებით, აფხაზეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს გერმანიისა და სხვა ევროპული ქვეყნების დეპუტატები დააკვირდებიან.

ამის შესახებ გალუსტიანმა „რია ნოვოსტთან“ საუბარში განაცხადა.

„ამ არჩევნებმა დამკვირვებლების რაოდენობის მხრივ, შეიძლება რეკორდი მოხსნას. პირველად აფხაზეთში ბუნდესტაგის დეპუტატები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დეპუტატები და სხვა ევროპის ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოდიან, არჩევნებზე დასაკვირვებლად“, - განაცხადა “რია ნოვოსტთან“ საუბარში ოკუპირებული აფხაზეთის ე.რ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

აფხაზეთში, ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდებიან რუსეთისა და ბელარუსიის პარლამენტის წევრები, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკისა და დნესტრისპირეთის წარმომადგენლები. შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართება.