5 კგ კარტოფილზე გაყიდული ბრბო რის პასუხისმგებლობის ამღებია, ქვეყანა კი მიაქვს ხიხოს - ცოტნე გამსახურდია
5 კგ კარტოფილზე გაყიდული ბრბო რის პასუხისმგებლობის ამღებია, ქვეყანა კი მიაქვს ხიხოს - ცოტნე გამსახურდია

A+ A-

16:05 22/08/2019

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია საქართველოში  ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკური მოვლენების  კომენტირებისას აღნიშნავს, რომ რაც დღეს საქართველოში ხდება, 3-5 წელიწადში ისეთ შედეგებამდე მიგვიყვანს, რომ უკან ვეღარ დავბრუნდებით.

“როდესაც 2016 წლის შემოდგომაზე ვამბობდი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნებოდა ქვეყნისათვის, ასე მპასუხობდა ჯოგი ზუსტად. ცხოვრების უფრო წინა პერიოდებს აღარ გავიხსენებ... ეს ხუთ კგ კარტოფილზე გაყიდული ბრბო რის პასუხისმგებლობის ამღებია?! იოტისოდენა პირადი დაინტერესებისთვის გააპრავებენ ნებისმიერ საძაგლობას, გაგლანძღავენ, ჩაგდებენ მიწაში უკიდეგანო სიბრიყვით და აგრესიით ტყუილ-უბრალოდ, იმიტომ, რომ ამ ნამცეცა, ვირთხული "მიზნების" ასრულებაში უშლი ხელს. ჰო, რა თქმა უნდა, რეალურ ცხოვრებაში არაფრის თავი არა აქვთ ამ ყველა ხელისუფლების მათხოვრებს. ამასობაში ქვეყანა მიაქვს ხიხოს და მის დამქაშებს. რაც დღეს საქართველოში ხდება, 3-5 წელიწადში ისეთ შედეგებს გამოიღებს, რომ უკან დაბრუნების შანსი აღარ გვექნება. მაგრამ მე სრულიად დარწმუნებული ვარ, არცერთი დღევანდელი გახარებულ აცუნდრუკებული, რომელიც ასევე იზარალებს ამ პერიოდისთვის, არ აღიარებს, რომ პირადად მის სინდისზეცაა ნაწილობრივ მაინც ეს შედეგი. არ აღიარებს იმიტომ რომ თავდაჯერებული ტუტუცი ხალხი ვართ ქართველები, ქარაფშუტა აკადემიკოსთა ერი“, - წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია.