51-ე სკოლის დირექტორის მიერ თანამდებობის დატოვება მისი პირადი გადაწყვეტილებაა - განათლების სამინისტრო
51-ე სკოლის დირექტორის მიერ თანამდებობის დატოვება მისი პირადი გადაწყვეტილებაა - განათლების სამინისტრო

A+ A-

14:34 22/08/2019

51-ე სკოლის დირექტორის მიერ თანამდებობის დატოვება არის მისი პირადი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განუცხადა.

აბულაძის განცხადებით, დირექტორის მოვალეობას 51-ე სკოლაში ამ დროისთვის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს.

„ჩვენ დეტალები არ ვიცით, იმიტომ, რომ ეს არის სკოლის შიგნით მიმდინარე პროცესი. ჩვენი ინფორმაციით, მან დაწერა განცხადება, მიმართა სამეურვეო საბჭოს, სამეურვეო საბჭომ დაუკმაყოფილა და ოფიციალურად ის თანამდებობას 51-ე სკოლაში დღეისათვის აღარ იკავებს. მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე”,- განაცხადა აბულაძემ.

შეგახსენებთ, მანანა თურქაძის გადადგომას საზოგადოება მას შემდეგ ითხოვდა, რაც 2017 წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის ჩხუბის შედეგად, 51-ე სკოლის მოსწავლეები - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს.

მკვლელობიდან რამდენიმე თვეში თურქაძემ გადადგომის შესახებ განცხადებით განათლების სამინისტროს თავად მიმართა, თუმცა სამეურვეო საბჭომ მაშინ მისი განცხადება არ დააკმაყოფილა.