თქვე ჩლუნგებო - ინგა გრიგოლია ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენაზე
თქვე ჩლუნგებო - ინგა გრიგოლია ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენაზე

A+ A-

11:25 22/08/2019

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, “ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმის აღძრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“რუსთავი2“-ის თემის პირწმინდად წაგების შემდეგ, მეორე დილასვე რომ „ტვ პირველის“, დამფუნებლის მამას ბრალის წარსადგენად იბარებ (აქამდე არავის მოსვლია თავში ბრალის წარდგენა), საქმეზე, რომელიც 11 წლის წინანდელია და რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული, სხვა არაფერია, თუ არა გადაწყვეტილება. ე ბიჭო, ახალი სეზონის დაწყებამდე, ბარემ „ტვ ,პირველსაც“, მოვუგრიხოთ კისერიო, ხოდა, ვაი, თქვენს პატრონს, თქვე ჩლუნგებო თქვენა, სათითაოდ ჩამოგითვალოთ სულ ახლახანს მომხდარი ამბები, რომელიც გამოძიებული არ გაქვთ? ამ ბრძოლას კი მოვიგებთ, თანაც ძალიან დიდი უპირატესობით, მაგრამ თქვენ რომ ჩლუნგები ხართ, საბოლოოდ დავრწმუნდი, ჩრდილოეთ კორეა კი გინდათ, მაგრამ ვერ მოესწრებით“, - წერს ინგა გრიგოლია.

შეგახსენებთ, დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძღული.

დღეს ბიზნესმენი ბრალის წარდგენის მიზნით პროკურატურაშია დაბარებული.