რუსთაველზე “ფორსაჟი 9“-ის მანქანა მაღაზიაში შევარდება, დაზარალებული 4 მილიონიან კონპენსაციას მიიღებს
რუსთაველზე “ფორსაჟი 9“-ის მანქანა მაღაზიაში შევარდება, დაზარალებული 4 მილიონიან კონპენსაციას მიიღებს

A+ A-

10:43 22/08/2019

ჰოლივუდური ბლოკბასტერის "ფორსაჟი 9" -ს გადასაღები მოედანი რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს. ფილმის ერთ-ერთ მონაკვეთში, გადაღებისთვის განკუთვნილი მანქანა ერთ-ერთ მაღაზიაში შევარდება. მაღაზიის დაზარალებული მეპატრონე კი, 4 მილიონიან კომპენსაციას მიიღებს. სავარაუდოდ, დაზარალებული ობიექტები “ერმენეჯილდო ზენია“, “ჰუგო ბოსი“, “გარდერობი “და “პოლ & შარკი“ იქნებიან, რომელსაც საქართველოში ერთი ოფიციალური წარმომადგენელი - შპს “ვიქტორია-98“ ჰყავს.

შეგახსენებთ, ფილმის გადაღებები 19 აგვისტოს დაიწყო. პირველი ლოკაცია ვაჟა-ფშაველას გამზირი იყო. ცნობისთვის. ფილმის მთავარი გმირები საქართველოში არ იმყოფებიან, მათ ნაცვლად გადაღებებში კასკადიორები იღებენ მონაწილეობას. “ფორსაჟი 9“-ის გადაღებები საქართველოში 20 სექტემბერს დასრულდება. "აწარმოე საქართველოში' ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი თბილისში ჰოლივუდური ფილმის "ფორსაჟი 9"-ის მიმდინარე გადაღებების შეფასებისას აღნიშნავს, რომ ფილმის გადაღებებს საქაგრთველოსთვის რამდენიმე მილიონის სარგებელი მოაქვს.

წყარო: კომერსანტი