რა ნინო შუბლაძის პირადი ცხოვრების ფარული კადრები?! თქვენ შ... ხომ არ გაქვთ - გვარამია
რა ნინო შუბლაძის პირადი ცხოვრების ფარული კადრები?! თქვენ შ... ხომ არ გაქვთ - გვარამია

A+ A-

20:37 21/08/2019

"რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ნინო შუბლაძესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

"რა ნინო შუბლაძის პირადი ცხოვრების ფარული კადრები?! თქვენ შ... ხომ არ გაქვთ, ქიბარვიზიის ადმინისტრაციავ?! მეც და შუბლაძეც გადაგვიღეს ოფისში და შუბლაძემ იცის, მისი ვიდეო რა საუბარსაც ასახავს. მაგიტომაც წავიდა და გავუშვით ზარზეიმით, 50 ათასიანი პრემიით. ვეხვეწე თან, არ წასულიყო. არ იცით ან თქვენ ან თვითონ შუბლაძემ ეგ ამბავი?!

5 წელი ხმა არ ამომიღია, პატივი ვეცი და არც ამოვიღებდი. მაგრამ „რუსთავი 2“-ის ჯალათობას არავის არ ვაპატიებ არასდროს",-წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, ნინო შუბლაძემ  სოციალურ ქსელში დაწერა, რომ  მას ჰქონდა "რუსთავი 2"-ში დაბრუნების თაობაზე შემოთავაზება, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია.