"რუსთავი 2" ამ შემადგელობით ყველაფერს აკეთებდა, რომ "მაესტრო" ეკრანიდან გაექრო - ღლონტი
"რუსთავი 2" ამ შემადგელობით ყველაფერს აკეთებდა, რომ "მაესტრო" ეკრანიდან გაექრო - ღლონტი

A+ A-

10:44 21/08/2019

„მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი „რუსთავი 2“ - ის გარშემო მიმდინარე მოვლენების შეფასებისას აღნიშნავს, რომ ანტი მედიებს, პარტიულებს და მედია ფსკერებს "თავისუფალი სიტყვის ფლაგმანებს" ვერ დაარქმევს.

„მოდი კიდევ ერთ მწარე სიმართლეს დავწერ, რომ არა "რუსთავი 2" ის "თავისუფალი სიტყვის ფლაგმანობა" ამ ეტაპზე ალბათ ხმასაც არ ამოვიღებდი მაგრამ: მაშინ როდესაც "მაესტრო" მართლაც იყო თავისუფალი სიტყვის ფლაგმანი და ამხელდა სააკაშვილის გუნდის "შეცდომებს" (შეგახსენებთ ეს "შეცდომები" შემდეგ თავად აღიარეს) "რუსთავი 2" მეტწილად ამ შემადგელობით ყველაფერს აკეთებდა რომ "მაესტრო" დაეზიანებინა და გაექრო ეკრანიდან. ამგვარად სანამ შავზე ვიტყვით თეთრს და პირიქით, მანამ მინიმუმ არ უნდა გვიკვირდეს ის რაც ჩვენს თავს ხდება. პარტიული ანტი მედია "რ2" და მედია ფსკერი "იმედი" აი ასეთი მოცემულობა იყო ბოლო დროს ჩვენს თავს და მიუხედავად იმისა რომ ორივე "მედიაში" ბევრი ჩემი მეგობარი მუშაობს (ღმერთმა ხელი მოუმართოთ) პირადად მე ნული პრობლემა. გარდა ერთისა, ვერ დავარქმევ ანტი მედიებს, პარტიულებს და მედია ფსკერებს "თავისუფალი სიტყვის ფლაგმანებს" და არც თქვენ გირჩევთ“,-  წერს მამუკა ღლონტი.