ირაკლი კობახიძის სიძე მინისტრად დაინიშნა - ცვლილებები აფხაზეთის მთავრობაში
ირაკლი კობახიძის სიძე მინისტრად დაინიშნა - ცვლილებები აფხაზეთის მთავრობაში

A+ A-

15:09 19/08/2019

აფხაზეთის მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები დაიწყო. ერთ-ერთი მინისტრის სავარძელი კი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა – დავით ფაცაციამ ჩაიბარა.

რეორგანიზაციის შედეგად, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი გაერთიანდა; დაიწყო აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციის პროცესი, რომლის ფუნქციები აფხაზეთის მთავრობის შესაბამის დაწესებულებებს გადაეცა.

რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს აფხაზეთის მთავრობის აპარატსა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში.

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრი დავით გვაძაბია დავით ფაცაციამ შეცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, დაგეგმილია კადრების შემცირებაც.  რეორგანიზაციის პროცესი კი 1-ელ ოქტომბერს დასრულდება.

შეგახსენებთ, დავით ფაცაციამ ივნისის თვეში ირაკლი კობახიძის დაზე იქორწინა.