დემნა გვასალიას “დათუნია“ ჩუსტები 826 დოლარი ღირს
დემნა გვასალიას “დათუნია“ ჩუსტები 826 დოლარი ღირს

A+ A-

11:57 19/08/2019

ბრენდი Vetement-თვის მიერ შექმნილი დემნა გვასალიას დათუნია ტედის ჩუსტები 826.27 დოლარად, ანუ დაახლოებით  2,416 ლარად  იყიდება.

ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი პროდუქტი Net-a-Porter-ის ვებგვერდზე იყიდება.

აღსანიშნავია, რომ დემნა გვასალიას მიერ შექმნილი პროდუქტი საკმაოდ ძირადღირებულია. მაგალითად, "Vetements"-ის ჯინსის ქურთუკი, რომელზეც ქართველი პოეტების სახელებია დატანილი, 2,035 ევრო ღირს.

ცნობისთვის, ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილ ტანისამოს თუ ფეხსაცმელს, მსოფლიო ვარსკვლავები იცვამენ, მათ შორის არის ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას მეუღლე მიშელ ობამა.