სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)
სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

A+ A-

17:09 18/08/2019

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანები აალდა და დაიწვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველ ვიდეომალას სოციალური ქსელის მომხმარებლები ავრცელებენ.