ტალახაძემ ახალი რეკორდი დააფიქსირა
ტალახაძემ ახალი რეკორდი დააფიქსირა

A+ A-

15:53 17/08/2019

ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი დასკვნით ფაზაშია შესული. ტუნირზე საქართველოს 12 რაიონიდან დაახლოებით 100 სპორტსმენი ასპარეზობდა, მათ შორის მსოფლიოს და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი და ოლიმპიური ოქროს მფლობელი ლაშა ტალახაძე, რომელიც ზედიზედ ორჯერ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად.

პირველ მოძრაობაში (ატაცი) ლაშამ 219 კგ. დააფიქსირა, რაც მსოფლიო რეკორდია. წინა რეკორდი – 218 კგ. ასევე ლაშა ტალახაძეს ეკუთვნოდა, შესაბამისად, მან თავისივე შედეგი გააუმჯობესა. საგულისხმოა, რომ რეკორდი ოფიციალური მას შემდეგ გახდება, რაც ტალახაძე ახალ წონას კონტინეტურ ტურნირზე, მსოფლიო ჩემპიონატზე, ან ოლიმპიურ თამაშებზე დააფიქსირებს.