საქართველოში 17 აგვისტოს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოში 17 აგვისტოს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

A+ A-

18:10 16/08/2019

საქართველოში ხვალ, 17 აგვისტოს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 აგვისტოს, საღამოსა და ღამის საათებში, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი.

ხვალ მოსალოდნელია +24 - 29 გრადუსი, ხოლო 18 აგვისტოს ჰაერი +26-31 გრადუსამდე გათბება.

19 აგვისტოს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში საღამოსა და ღამის საათებში შესაძლოა იყოს ხანმოკლე წვიმა. ხვალ ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება. 19 აგვისტოს ჩათვლით ტემპერატურა +35-36 გრადუსის ფარგლებში იქნება.