იყიდის თუ არა “რიჟა“ “რუსთავი 2“ - ს - პაატა სალიას კომენტარი
იყიდის  თუ არა “რიჟა“ “რუსთავი 2“ - ს - პაატა სალიას კომენტარი

A+ A-

12:27 14/08/2019

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს ახალი მფლობელი გახდება თუ გიორგი კაპანაძე “რიჟა“ აღნიშნულზე ინფორმაციას არ ფლობს არხის გენერალური დირექტორი პაატა სალია.

როგორც “2020NEWS”-ს სალიამ განუცხადა, ჯერჯერობით “რუსთავი 2“-ს შესყიდვით დაინტერესებული პირი არ გამოჩენილა.

“ტელეკომპანია “რუსთავის 2“-ის შესყიდვასთან დაკავშირებით, დაინტერესებული პირები ჯერჯერობით არ გამოჩენილან. არ ვფლობ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი კაპანაძეს სურს ტელეკომპანიის “რუსთავი 2“-ს შეძენა. როგორც მოგეხსენებათ, განცხადება გაკეთდა და დასახელდა პირობა, ეს პირობა იყო საჯაროდ დასახელება შემსყიდველის სურვილისა და განზრახვისა, ალბათ საჯაროდ, რომ გაცხადდება ყველას გვეცოდინება, ვინ განაცხადა სურვილი “რუსთავი 2“-ს შეძენაზე. კომპანიის გაყიდვასთან დაკავშირებით, არავისთან ფარული მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ, როცა გამოჩნდება ყველა ერთად გავიგებთ ამ პირის შესახებ“,- განაცხადა სალიამ.

ცნობისთვის, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია ,რომ “რუსთავი 2“-ს ახალი მფლობელი ბიზნესმენი გიორგი კანაპაძე მეტსახელად “რიჟა“ იქნება.

“დილის ნიუსი: რუსთავი 2-ს ყიდულობს "რიჟა"-გიორგი კაპანაძე( ბავშვობის მეგობარი რომ ჩაწერა და დააჭერინა ის ),მენეჯმენტში მოყავს ნინო შუბლაძე,ხათუნა ბერძენიშვილი და თაკო ფხაკაძე ! და ესენი მე მეძახიან ნაცს“, - წერს კილაძე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინა ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2“-ს გაყიდვა დაანონსა და ამის მიზეზად წლების განმავლობაში ტელეკომპანიის მიერ დაგროვებული ფინანსური დავალიანება დაასახელა,რომელმაც 70 მილიონი შეადგინა.