პირველი მაისიდან დღემდე უკანონო თევზჭერის 147 ფაქტი გამოვლინდა
პირველი მაისიდან დღემდე უკანონო თევზჭერის 147 ფაქტი გამოვლინდა

A+ A-

10:17 14/08/2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის პირველი მაისიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 147 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 93 ფაქტი შეიცავდა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 47 ფაქტი იმერეთში  დაფიქსირდა,  ქვემო ქართლში – 18, კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე  – 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 12. შიდა ქართლში უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოვლინდა, გურიაში ცხრა ფაქტი,  მცხეთა-მთიანეთში – რვა. აჭარაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის შვიდი ფაქტი გამოავლინეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში – სამი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე   უკანონო თევზჭერის  ხუთი ფაქტი გამოვლინდა, ხოლო შავ ზღვაზე – ოთხი ფაქტი. 2019 წლის პირველი მაისიდან დღემდე, თბილისში გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 165კგ-მდე შეადგინა.

უკანონო თევზჭერის იარაღები დაილუქა, საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.