ჩვენ წინაშე სახეზეა ვითომ კონკურსი - ანა დოლიძე
ჩვენ წინაშე სახეზეა ვითომ კონკურსი - ანა დოლიძე

A+ A-

12:51 13/08/2019

მიჩვეულები ვართ, რომ გვყავს ვითომ პრემიერი, ვითომ პარლამენტის თავმჯდომარე და ჩვენ წინაშე სახეზეა ვითომ კონკურსი, – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, იუსტიციის საბჭოში მიმდინარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს.

​ანა დოლიძის შეფასებით, კანდიდატთა კომპეტენცია არ არის ისეთი დონის, რაც მოეთხოვება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს. მისივე თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ საბჭოში „ვითომ კონკურსი” მიმდინარეობს.

„ჩვენ ნელ-ნელა ვხედავთ, რომ ჩვენ წინაშე არიან კანდიდატები, რომლებიც საერთოდ ახლოსაც ვერ მიდიან იმ ძალიან სერიოზულ გამოცდილებასთან, რომელიც მოეთხოვება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ გვყავს ვითომ პრემიერი, გვყავს ვითომ პარლამენტის თავმჯდომარე და ჩვენ წინაშე სახეზეა ვითომ კონკურსი, რომელიც შექმნილია მხოლოდ იმისთვის, რომ შემდგომ ვითომ იმ ხალხმა, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტში, უბრალოდ ნოტარიუსის მსგავსად დაადასტუროს ის კანდიდატურები, რომლებიც მოხვდებიან უზენაეს სასამართლოში. სხვა შემთხვევაში ვერ აიხსნება ადამიანებს, რომლებიც ახლოსაც ვერ მოდიან იმ კალიბრთან, რაც უნდა ჰქონდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, რა უნდათ ამ პროცესში და რა მოტივაციით მონაწილეობენ აქ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.