საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო

ხალვაში უკვე მეორედ მონაწილეობს “რუსთავი 2“-ის განადგურებაში - დვალი
ხალვაში უკვე მეორედ მონაწილეობს “რუსთავი 2“-ის განადგურებაში - დვალი

A+ A-

15:09 12/08/2019

დავით დვალისთვის „რუსთავი 2“-ის გაყიდვის ინფორმაცია მოულოდნელი არ ყოფილა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება მფლობელის ცვლილებით ამ კვალის აბნევის იგივე გზას დაადგა, რაც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა. მინდა ე.წ. კონკურსში ყველა მონაწილეს ვუთხრა, არანაირად არ გამოვა, რომ კეთილსინდისიერი მყიდველები გამოვიდნენ. საქმე არის დავაში. ია კიწმარიშვილის განცხადებასაც მოვუსმინე და ეროსი კიწმარიშვილის მხარედ აპირებს დავას. მით უმეტეს, მე და ჯარჯიც არ შევეგუებით იმას, რომ რაღაც შუალედურ რგოლამდე ჩამოვიდა მფლობელების ჯაჭვში „რუსთავი 2“ და ჩაითვალოს, რომ სამართლიანობა აღდგენილია და ყველა ვინც დაიჩაგრა და უკანონოდ წაერთვა ტელევიზია, დაკმაყოფილებულია. ეს ასე არ არის. სულ მალე ჩვენ დეტალურ სქემას და გეგმას წარმოვადგენთ, რომ ჩვენ ვაგრძლეებთ ბრძოლას“, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთრში დავით დვალმა.

დავით დვალი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ისევე უკანონოდ მიიტაცა, როგორც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

„მე მგონია, რომ მომავალი მფლობელი უკვე ცნობილია და ე.წ. კონკურსი სრული ფორმალობაა. თუ ვთქვათ, რომ თეორიულად არის შანსი, რომ ეს ასე არ არის, რა თქმა უნდა გაკოტრების სქემაც არ შეიძლება გამოვრიცხოთ. მე იმ აზრზე ვარ, რომ გაკოტრება არის ბოლო, ალბათ რაზეც ხელისუფლბეა წავა „რუსთავი 2“- თან დაკავშრებით“, - აღნიშნა დავით დვალმა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ „რუსთავი 2“-ის სცენიდან წასვლა არ უნდა აწყობდეს, რადგან დაანონსებულ ტელევიზიებს უჩნდებათ შანსი, „რუსთავი 2“-ის აუდიტორია წაიყვანონ.

„ვერვინ ვერ გამცემს პასუხს, როგორ მოახერხა „რუსთავი 2“-მა და ტვ „იმედმაც“ ასეთი მრავალმილიონიანი საბიუჯეტო დავალიანების დაგროვება იმ პირობებში, როცა არც ერთ სხვა სუბიექტს, მათ შორის არც სხვა ტელევიზიას, დავალიანებას არავინ პატიობდა და ყადაღას ადებდა. იყო ეს პოლიტიკური, იყო ეს ჩანაფიქრი, ამ შემთხვევაში ეს მეორადია, პირველი კითხვა ის არის, რომ სახელმწიფომ იცოდა ამ ვალის დაგროვებაზე, არაფერი არ გააკეთა ამის შესაჩერებლად და დღეს მფლობელი, ისე, რომ საერთოდ არ ახსენებს სახლემწიფოს როლს ამ ვალის დაგროვებაში, იძახის, რომ ასეთი სავალალო მდგომარეობა გვაქვს და სხვა გზა არ არის, უნდა გავყიდოთ. ამ პერიოდის განმავლობაში ვცდილობდი, რომ ამერიდებინა ქიბარის მიმართ პრეტენზიის გამოთქმები, იმიტომ, რომ მესმის, ეს გადაწყვეტიებები სხვაგან მიიღება და პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს ივანიშვილის გადაწყვეტილებებია, მაგრამ დღეს მინდა ვთქვა, რომ ძალიან ცუდი როლის შესრულება უწევს ქიბარ ხალვაშს უკვე მეორედ ამ ტელევიზიასთან დაკავშირებით. ქიბარ ხალვაში უკვე მეორედ მონაწილეობს „რუსთავი 2“-ის განადგურებაში“, - აცხადებს დავით დვალი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს გაყიდვა დააანონსა და მიზეზად არხის 70 000 000 დავალიანება დაასახელა.

 

მსგავსი თემები