სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებაში უდანაშაულოდ სცნო
სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებაში უდანაშაულოდ სცნო

A+ A-

13:48 09/08/2019

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 სასარჩელო მოთხოვნიდან 5 დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ეკატერინე მესხიძის მიმართ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებას ადგილი არ ჰქონია.

დღეს სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება მოპასუხე ეკატერინე მესხიძის წინააღმდეგ და დაადგინა, რომ არანაირ ძალადობას მითუმეტეს, სექსუალურ ძალადობასა და შევიწროვებას ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, სასამართლომ მოპასუხე მესხიძეს დაავალა მის მიერ ერთი წლის წინ წარმოებული ბინძური კამპანიის უარყოფა და დაახლოებით, 5 ტელევიზიაში დაევალა საჯაროდ უარყოს მისივე ინფორმაცია, რასაც ერთი წლის წინ ავრცელებდა. დღეს სასამართლომ მხოლოდ გადაწყვეტილება გამოაცხადა, დასაბუთებული გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება და იქ იქნება ყველაფერი დეტალურად, ნათლად განხილული. ეს არის ის შედეგი, რომელსაც თავიდანვე, ვიდრე სასამართლო დავას დავიწყებდი, დარწმუნებული ვიყავი, ვინაიდან ეს იყო ძალიან ბინძური კამპანია პოლიტიკური აქცენტებით, შანტაჟის ელემენტებით.

“სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი სასარჩელო მოთხოვნა და დადგინა რომ ჩემი საჯარო რეესტრის თავმჯდომარეობს დროს არ ჰქონია ძალადობას და სექსუალურ შევიწროებას ადგილი. უფრო მეტიც, მან მოპასუხე ეკატერინე მესხიძეს დაავალა მთელ რიგ კომპანიებში უარყოს 1 წლის წინ მის მიერ გავრცელებული ცრუ, მოგონილი ბრალდებები, რომელმაც ზიანი მიაყენა ჩემ საქმიან რეპუტაციას, შელახა ჩემი პატივი და ღირსება და რაც მთავარი, შეურაცხყო მისივე კოლეგები საჯარო რეესტრის, სააგენტოს თანამშრომლები”. – განაცხადა პაპუნა უგრეხელიძემ.

შეგახსენებთ, 2018 წელს უგრხელიძე მისმა ყოფილამ თანამშრომელმა ეკა მესხიძემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. რის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.