ხალვაშს, აქიმიძესა და დვალს შორის შეთანხმება ვერ შედგა
ხალვაშს, აქიმიძესა და დვალს შორის შეთანხმება ვერ შედგა

A+ A-

17:50 30/07/2019

"რუსთავი 2“-ის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს "რუსთავი 2“-ის 40% შესთავაზა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

"შევთავაზე, რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები, შევთავაზე 40 პროცენტი "რუსთავი 2“-ის, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყე.

მაგრამ არც ის არის, რომ ხვალ შეიძლება საუბარი ვერ გაგრძელდეს. თვითონაც მითხრეს წინადადება, რომელიც ჩემი მხრიდან საფიქრალია და მოვიფიქრებ. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე არიან კარგი პიროვნებები, აბსოლუტურად კონსტრუქციული.

ნებისმიერ დროს მათთან შეხვედრა არავითარ სიმძიმეს არ წარმოადგენს. ამიტომ, შეხვედრები გაგრძელდება, შეიძლება ბევრჯერ შევხვდეთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ქიბარ ხალვაშმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ხალვაშს, აქიმიძეს და დვალს შორის შეხვედრა დაახლოებით ორ საათს  გაგრძელდა.