დააზღვიე და დასაჩუქრდი – „თი-ბი-სი“ დაზღვევა საზაფხულო ავტოდაზღვევის აქციას იწყებს
დააზღვიე და დასაჩუქრდი – „თი-ბი-სი“ დაზღვევა საზაფხულო ავტოდაზღვევის აქციას იწყებს

A+ A-

12:49 30/07/2019

ზაფხულის დადგომასთან ერთად „თი-ბი-სი“ დაზღვევა ახალ აქციას იწყებს. 25 ივლისიდან მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს დაზღვევის საუკეთესო პირობებით „თი-ბი-სი“ დაზღვევაში და აირჩიოს განსაკუთრებული საჩუქრები: „გალფის“ ან „ვენდუს“ 200 ლარამდე ვაუჩერი.

ასევე, მთელი წლის განმავლობაში დაზღვეულები პარტნიორ სამრეცხაოებში, რეცხვის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

აქციაში ჩასართავად და საჩუქრების მისაღებად მომხმარებელმა უნდა შეიძინოს ავტოდაზღვევის სრული ნაკრები, რომელიც მოიცავს: ავტომობილის დაზღვევას; ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას; მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას.

ავტოდაზღვევის შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით „თი-ბი-სი“ დაზღვევის ფილიალებში, „თი-ბი-სი“ ბანკის ფილიალებსა და ვებ-გვერდზე: online.tbcinsunrace.ge
ცნობისთვის, აქცია გრძელდება 15 სექტემბრამდე.