"თიბისიმ" შვეიცარულ ResponsAbility-ის გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან ერთად ენერგო სექტორის დაფინანსებაზე ტრეინინგი ჩაატარა
"თიბისიმ" შვეიცარულ ResponsAbility-ის გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან ერთად ენერგო სექტორის დაფინანსებაზე ტრეინინგი ჩაატარა

A+ A-

13:34 29/07/2019

თიბისიმ პარტნიორ შვეიცარულ ფონდ responsAbility Investments AG-ის გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდის (GCPF) დახმარებით განახლებადი ენერგიისწყაროს პროექტების ფინანსირების ტერინინგი ჩაატარა.

ტრეინინგს ცნობილმა საერთაშორისო ექსპერტმა, კრისტიან ერიკ გრუტემ უხელმძღვანელა და მას ენერგოსექტორში მოღვაწე თიბისის თანამშრომლები და კლიენტები დაესწრნენ.

მთავარი აქცენტები ჰიდროელექტროსადგურებისა და დიდი პოტენციალის მქონე ქარის პროექტების ფინანსირებაზე გაკეთდა.

2 დღიანი ტრეინინგის დროს, განხილული იქნა ჰიდრო და ქარის ენერგიის პროექტების ძირითადი პრინციპები და ეკონომიკა,გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნები პროექტის განვითარებისა და მშენებლობის პროცესში და სხვა მსგავსი საერთაშორისო სტანდარტების დეტალები.

თიბისი შვეიცარულ ფონდ responsAbility Investments AG-ის გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან (GCPF) 2015 წლიდან თანამშრომლობს.ბანკი ,როგორც ლიდერი ენერგეტიკის სექტორში და აგრეთვე ყველაზე აქტიური საერთაშორისო სინდიცირებებში, უახლოეს მომავალში ფონდთან ერთად მსხვილი ჰიდრო პროექტების თანადაფინანსებას დაიწყებს, რაც საქართველოს მასშტაბით შვეიცარული ფონდის და ადგილობრივი ბანკის თანამშრომლობის პირველი პრეცენდენტი იქნება.

ენერგეტიკის სექტორი და მისი განვითარება თიბისის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკს ენერგეტიკის სექტორის ფინანსირებაში ლიდერი პოზიცია უკავია და საქართველოს ბაზრის 75%-ს შეადგენს.