ვინ შეცვალა მამუკა ხაზარაძე?
ვინ შეცვალა მამუკა ხაზარაძე?

A+ A-

13:30 25/07/2019

„თიბისი ბანკის ჯგუფში“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მამუკა ხაზარაძე ნიკოლოზ ენუქიძემ შეცვლა.

გადაწყვეტილება ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭომ, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადადგომის შემდეგ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან ნიკოლოზ ენუქიძე სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი იყო. ნიკოლოზ ენუქიძე დაიბადა და გაიზარდა თბილისში. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1993 წელს დაამთავრა, 1996 წელს კი მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) დიპლომი მერილენდის უნივერსტიტეტში.

ენუქიძე იყო კორპორატიული ფინანსების მმართველი დირექტორი Concorde Capital-ში, უკრაინის წამყვან საინვესტიციო ბანკში; ასევე, 4 წლის მანძილზე იყო ABN AMRO-ს კორპორატიული ფინანსების დირექტორის თანაშემწე ლონდონში; ასევე, რესტონში, ვირჯინიაში Global One Communications LLC-ის ბიზნესის განვითარების უფროსი მენეჯერი.

მან სამი წელი იმუშავა ABN AMRO-ს მოსკოვის ოფისში, კორპორატიულ ფინანსებში.

ფინანსურ მომსახურების ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილების დაგროვების შემდეგ, ნიკოლოზ ენუქიძე გახდა საქართველოს ბანკის სამეთვალყურე საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

ის იმ ადამიანებს შორის იყო, ვისაც წამყვანი როლი ეკავა ბანკის ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებულად გასვლაში - ეს იყო პირველი საწყისი საჯარო შეთავაზება კავკასიაში, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა.

2008 წელს ნიკოლოზ ენუქიძე დაინიშნა საქართველოს ბანკის საბჭოს თავმჯდომარედ და ბანკს უძღვებოდა საერთაშორისო და ლოკალური ფინანსური კრიზისი პერიოდში. “თიბისი ბანკამდე“, ენუქიძე ასევე იყო Galt & Taggart Securities-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

ასევე არის Nine Oaks Advisors-ის დამფუძნებელი, არის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პროექტების ინვესტორი და ფინანსური მრჩეველი. 2011 წლიდან ის, ასევე, არის TMM Real Estate Development PLC – 2007 წლიდან გერმანიის საფონდი ბირჟაზე განთავსებული უკრაინული უძრავი ქონების განვითარების კომპანიის - სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი დირექტორის და აუდიტის კომიტეტის წევრი. ხოლო 2014 წლიდან არის სააქციო საზოგადოება კავკასიის მინერალების სამეთვალყურე საბჭოს თავმჯდომარე. შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თი-ბი-სი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელების თანამდებობები დატოვეს.

როგორც ხაზარაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, თანამდებობებზე მანამდე არ დაბრუნდებიან, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.