პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქალია
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქალია

A+ A-

15:26 14/05/2019

 პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ნათია სულავა დაინიშინა , - ამის შესახებ “2020NEWS”-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

აღნიშნული პოსტის დაკავებამდე ნათია სულავა ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის ლაშა ჟვანიას ერთ-ერთი მოადგილე იყო.

ადმინისტრაციაში კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა, ლაშა ჟვანიას პირველმა მოადგილემ ქეთევან მახარაშვილმა პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი დაიკავა.

შეგახსენებთ, ლაშა ჟვანიამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვების შესახებ ინფორმაცია 19 აპრილს გაავრცელა, 1 მაისიდან კი მას უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა და საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდში დაბრუნდა.

ჟვანიამ წასვლის ოფიციალურ მიზეზად სწორედ საპატრიარქოში მისი დაბრუნება დაასახელა.