“ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, მე გამომკეტოს და ვყავდე იზოლირებული, თავიანთ თავს დააბრალონ, რაც მოუვათ”
“ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, მე გამომკეტოს და ვყავდე იზოლირებული, თავიანთ თავს დააბრალონ, რაც მოუვათ”

A+ A-

14:45 19/10/2018

“დღეს დამირეკეს, ხვალ დამიბარეს ვაკე-საბურთალოს სამმართველოში და ბრალი უნდა წამიყენონ”, – ამის შესახებ ,,2020NEWS”-ს “სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” დამფუძნებელმა ზვიად კუპრავამ განუცხადა.

როგორც კუპრავამ განმარტა, მისი დაკავება ივანიშვილის გადაწყვეტილებით ხორციელდება. მისივე თქმით, ის ნებისმიერი ადგილიდან აპირებს სისტემის წინააღმედგ ბრძოლას და თავიანთ მეგობრებს გევრდში დგომისკენ მოუწოდებს.

“სასადილოში რაც მოხდა რეალურად მე ვარ მანდ დაზარალებული. მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს სხვა ქმედებების განხორციელება ევალებოდათ, ჩემს წინააღმდეგ დაიწყეს გამოძიება. ამ ყველაფერს როგორ აღვუდგე მე მაქვს ჩემი ფორმები და არ ვაპირებ სკამზე დავჯდე და ამათ გადაწყვეტილებებს მშვიდად ვუყურო. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს სისტემა ჩამოვშალო არ აქვს მნიშვნელობა სად ვიქნები, ბრალს წამიყენებენ თავიანთ თავს დააბრალონ შედეგები, რაც მოუვათ. მთელმა ქვეყანამ იცის, რომ უდანაშაულო ვარ, ამ ამბავში ჩემი მხრიდან არავითარ კანონდარღვევა არ ყოფილა, ივანიშვილის გადაწყვეტილებაა მე გამომკეტოს და ვყავდე იზოლირებული, ივანიშვილი თუ ამ გადაწყვეტილებას აღარსულებს თავის თავს დააბრალოს, მე ციხეში სამუდამოდ ვერავინ გამომკეტავს. ივანიშვილის ამბავი დასრულებულია, სადაც ვიქნები იქედან ჩამოვშლი მის უკანონო მმართველობას.

ჩემს მეგობრებს მოვუწოდებ, დამიდგნენ გვერდში და ჩემთან ერთად იყვნენ. ყველამ ერთად ვიბრძოლოთ სისტემის წინააღმდეგ”, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

11 ივნისს, ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა საქალაქო სასამართლოს სასადილოდან სხდომათა დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 ივნისს საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შსს-ს გენინსპექციამ პოლიციელების მხრიდან გადაცდომის ფაქტი დააფიქსირა. კერძოდ, ინციდენტში მონაწილე ოთხ პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის დაუდევარი დამოკიდებულებისთვის საყვედური გამოეცხადა, ხოლო იმავე გადაცდომისთვის, ამ პოლიციელების ხელმძღვანელ პირს, რომელიც იმ დროს ადგილზე იმყოფებოდა, შსს-მ დისციპლინარული სასჯელი, სასტიკი საყვედური გამოუცხადა.