ლარსის გამშვები პუნქტი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა
ლარსის გამშვები პუნქტი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა

A+ A-

20:08 03/05/2019

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემომსვლელ მგზავრთა მომატებული ნაკადის გამო, ლარსის გამშვები პუნქტი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა.

მისივე ინფორმაციით, ლარსის გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით მუშაობს და ყოველი მოქალაქე ჩვეული სასაზღვრო პროცედურის გავლის შემდგომ, დაბრკოლების გარეშე კვეთს სახელმწიფო საზღვარს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვართან კილომეტრიანი რიგებია. უკვე მესამე დღეა, რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლის მსურველები ღამეს ქუჩაში ათევენ.