თბილისსა და რეგიონებს ენერგომომარაგება ელექტროგადამცემი ხაზის ავარიულად გამორთვის გამო შეეზღუდა
თბილისსა და რეგიონებს ენერგომომარაგება ელექტროგადამცემი ხაზის ავარიულად გამორთვის გამო შეეზღუდა

A+ A-

19:12 02/05/2019

დღეს, 18:11 საათზე 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი "იმერეთი" ავარიულად გამოირთო.

მომხდარის გამო თბილისს და რეგიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია.