მთავარი პროკურორობის კანდიდატებად შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი შეირჩნენ
მთავარი პროკურორობის კანდიდატებად შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი შეირჩნენ

A+ A-

14:39 19/10/2018

მთავარი პროკურორობის კანდიდატებად  შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი  შეირჩნენ. საპროკურორო საბჭოს კანდიდატები იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა.

ნინო გოგნიაშვილის და შალვა შავგულიძის კანდიდატურები აღნიშნულ თანამდებობაზე იუსტიციის მინისტრს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარუდგინა; შალვა შავგულიძე კი, პოლიტიკურმა პარტიამ „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წარადგინა.

მთავარი პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში ბრალდებულთა მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ პოსტი დატოვა.