ნუცუბიძეზე, 35 წლამდე ასაკის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა
ნუცუბიძეზე, 35 წლამდე ასაკის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა

A+ A-

18:08 01/05/2019

ნუცუბიძეზე, 35 წლამდე ასაკის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს, მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა, ის ცეცხლსასროლ იარაღს წმენდდა, რა დროსაც იარაღი გაუვარდა.

როგორც “2020NEWS”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.