მთავრობის ადმინისტრაციასთან პროფკავშირების საპროტესტო აქცია იმართება
მთავრობის ადმინისტრაციასთან პროფკავშირების  საპროტესტო აქცია იმართება

A+ A-

17:43 01/05/2019

მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „პროფკავშირები“ მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

პროფკავშორები უსაფრთხო და ღირსეულ შრომას მოითხოვენ და პრემიერ-მინისტრს  ე.წ „სოციალური კონტრაქტის“ გაფორმების მოთხოვნით მიმართავენ. აქციის ორგანიზატორთა თქმით, სოციალურ კონტრაქტში ის საჭიროებებია ასახული, რომელიც სოციალური თანასწორობის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებს გადაჭრის.

პროფკავშირების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, შრომის ინსპექციის გაძლიერება. პროფესიული კავშრების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ინსპექციას უპირობოდ უნდა შეეძლოს ყველა ობიექტის შემოწმება.

ცნობისთვის, დღევანდელ აქციაზე შეკრებილები არიან, როგორც „პროფკავშირების“ ახალგაზრდა წარმომადგენლები, ისე სტუდენტები და მასწავლებლები.