მთავარი პროკურორობისთვის 18 კანდიდატი იბრძოლებს
მთავარი პროკურორობისთვის 18 კანდიდატი იბრძოლებს

A+ A-

14:31 19/10/2018

მთავარი პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა. ამ პოსტზე სულ 21 კანდიდატი იყო წარდგენილი, თუმცა რამდენიმემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და კონკურსში მონაწილეობას 18 პირი აგრძელებს.

მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი არიან: პაატა შავაძე, ზურაბ ჯორბენაძე, გია ბერძენიძე, ნანა რევაზიშვილი, თამარ კერესელიძე, გრიგოლ გაგნიძე, იოსებ ბაჩიაშვილი, ჯემალ გახოკიძე, შალვა თადუმაძე, ედიშერ ფუტკარაძე, ნინო გოგნიაშვილი, ირაკლი ნადარეიშვილი, შალვა შავგულიძე, ნონა ფილაური, ალექსანდრე კობაიძე, კოტე ჭილაია, ლევან ძნელაძე, თეიმურაზ ონიანი.

მთავარი ბრძოლა სავარაუდოდ, ორ მათგანს – მოქმედ პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილსა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს შალვა თადუმაძეს შორის გაიმართება.

საპროკურორო საბჭომ არჩევანი იმ სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს, რომელთაც მათ იუსტიციის მინისტრი წარუდგენს.

საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, ეს კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან 31 მაისს გადადგა.